სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL
სიახლეები
8 ნოე 2017
ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი და საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ მოდებაძე ევროპის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა მე-10 სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალის აღრიცხვის ექსპერტთა შეხვედრის მიზანია დაეხმაროს ე...

20 ოქტ 2017
შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავდაცვისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მანუჩეხრ ჰოლმათზოდას შეხვდა. ტაჯიკეთის დელეგაცია საქართველოში საზღვრის მართვის სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება. გიორგი სვანაძემ სტუმ...

16 ოქტ 2017
შეხვედრა ნატო-ს წარმომადგენლებთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინირებით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას და რომე...

14 ოქტ 2017
კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრისა და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციაების ერთობლივი ღონისძიებით მთაწმინდის პარკში, ღონისძიებათა ცენტრ Underwheel -ში აღნიშნა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების...

22 სექტ 2017
კრიზისული სიტუაციების ტაქტიკური დონის მართვის სასწავლო კურსი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის ტაქტიკური დონის მართვის სასწავლო კურსი ჩატარდა. სწავლებას, რომელიც ეროვნულ სიტუაციურ ოთახში 19-22 სექტემბერს გაიმართა, სამართალდაცვით საკითხებში საერთაშორისო მრჩეველები რიჩარდ ბარტონი და კევინ სვინი, ასევე, ექსპერტი კრიზისული სიტუაციების, უსაფრთ...

14 სექტ 2017
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ღიბრაძემ “მდგრადი მომავალის“ თემატური სესიის მსვლელობისას, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის განხორცი...

23 აგვ 2017
საგანგებო შტაბის განცხადება

ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით ლოკალიზება მოხდა, მოგვიანებით კი, ხანძრის ქრობა წყლის ჭავლით განხორციელდა. ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი....

22 აგვ 2017
საერთაშორისო თანამშრომლობა ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციისთვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, 21 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მიერ მოხდა ევროკომისიის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის (ERCC) ჩართულობის უზრუნველყოფით. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირე...

22 აგვ 2017
დაბა წაღვერში საგანგებო შტაბი მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებებისაგან მიიღო ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ. მდგომარეობის შეფასების შემდეგ დაისახა დაუყოვნებლივ გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა. პრემიერ-მი...

7 აგვ 2017
სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ აშშ-ს არმიის „ომისკოლეჯის“ სტრატეგიული დეპარტამენტების პროფესორები: პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი, პოლკოვნიკი დოუგ დოუდსი,პოლკოვნიკი მაიკლ მარა და პოლკოვნიკი ედუ...

3 აგვ 2017
UNICEF საქართველოს მიერ ორგანიზებულ სემინარი

ჰუმანიტარული კრიზისების დროს დედათა და ბავშვთა კვების პრინციპებს განიხილავენ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს UNICEF საქართველოს მიერ ორგანიზებულ სემინარზე.   სამუშაო შეხვედრის მიზანია ამ სექტორში სხვადასხვა შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება - მზაობისა და რეაგირების მიმართულებით. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართ...

1 აგვ 2017
შეხვედრა აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციასთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. საბჭოს მდივნის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა თომას ბლეკსტოკმა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დღეისთვის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების და კრიზისები...

18 ივლ 2017
სამუშაო შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზამკვლევის შემუშავების მიზნით. პროექტი „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში, ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-...

14 ივლ 2017
საბჭოს აპარატში ტრენერების მოსამზადებელი კურსი დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში ტრენერების მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა.  სწავლებას,  რომელიც  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეროვნულ სიტუაციურ ოთახში 11-14 ივლისს გაიმართა,  სამართალდაცვით საკითხებში საერთაშორისო მრჩეველი რიჩარდ ბარტონი და ექსპერტი კრიზისული სიტუაციების, უსაფრთხოებისა და რისკების სფეროში ს...

11 ივლ 2017
შეხვედრა ზარალის შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების საკითხზე

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის და შეფასების ერთიანი სისტემის შემუშავების მიზნით შექმნილი სახელმწიფო უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო შვედეთის მთავრობის და UNDP-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწვეული, საერ...

3 ივლ 2017
შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საქართველოში და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტს და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს ნიკოლა პოლიტის უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და კრიზისე...

20 ივნ 2017
„DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის სიტუაციურ ოთახში ‘’DIPECHO”-ს მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება“ გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან; ასევე, საქართ...

12 ივნ 2017
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონის ვიზიტი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე,  საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე. ასევე საუბარი შეეხო ნ...

2 ივნ 2017
შეხვედრა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კაი კაარელსონსთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში  კაი კაარელსონს  შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორ  ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე, მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება უსაფრთხოების კუთხით და შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე კრიზისების მართვის სფეროში. &nbs...

31 მაის 2017
საქართველოს დელეგაცია კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში მონაწილეობდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის კახა ოქროჯანაშვილის ხელმძღვანელობით, მექსიკის ქალაქ კანკუნში საქართველოს დელეგაცია კატასტროფის რისკის შემცირების 2017 წლის გლობალურ პლატფორმაში  მონაწილეობდა. ვიზიტის ფარგლებში, კახა ოქროჯანაშვილი გაერო-ს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ პაულა ალბრიტოს შეხვდა. შეხვედრაზე კატასტროფის...