სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

საბჭოს შესახებ

2015-12-12 16:53

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს პრემიერ მინისტრის სათათბირო ორგანოს და შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის , აგრეთვე,  ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის შესაბამისად,  2013  წლის  საპრეზიდენტო  არჩევნების  შემდეგ   საქართველო გადავიდა სახელმწიფოებრივი  მოწყობის  საპარლამენტო  მოდელზე -  აღმასრულებელი ფუნქცია სრულად გადაეცა საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრის მეთაურობით.

ახალი  კონსტიტუციური მოდელით, მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს  როგორც, ქვეყნის   საშინაო   და   საგარეო   პოლიტიკას, აგრეთვე,   სახელმწიფოებრივი  და   საზოგადოებრივი   ცხოვრების განსაზღვრულ სფეროებში სახელმწიფო მმართველობას და სახელმწიფო პოლიტიკას. მოქმედი კონსტიტუციის პირობებში, მთავრობა და მისდამი დაქვემდებარებული უწყებები ახორციელებენ სრული სპექტრის საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების სფეროში.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ აუცილებელი გახდა კოორდინაციის ახალი მექანიზმის შემუშავება და 2014 წლის 1 იანვარს ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

 

საბჭო უფლებამოსილია პრემიერ მინისტრის დავალებით:

 

  • განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების შეფასება;
  • განიხილოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
  • ორგანიზება გაუწიოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას;
  • შეიმუშაოს წინადადებები კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;
  • განიხილოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხები საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად;
  • განიხილოს კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე;
  • გაუწიოს კონტროლი სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას;
  • შეიმუშაოს და პრემიერ მინისტრს წარუდგინოს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენის, პროგნოზირების, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისთვის;
  • შეიმუშაოს წინადადებები მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად;
  • უხელმძღვანელოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭო, უფლებამოსილია პრემიერ მინისტრის დავალებით: - განახორციელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების შეფასება; (შეაფასოს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეები) - განიხილოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; (განიხილოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული, საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხები) - ორგანიზება გაუწიოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას; - შეიმუშაოს წინადადებები კოლექტიური უსაფრთხოების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; - განიხილოს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხები საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; - განიხილოს კანონების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე; - გაუწიოს კონტროლი სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; (გააკონტროლოს ქვეყნის სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობა თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით) - შეიმუშაოს და პრემიერ მინისტრს წარუდგინოს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისთვის; (შეიმუშაოს და პრემიერ-მინისტრს გააცნოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი კომპლექსური ღონისძიებები) - შეიმუშაოს წინადადებები მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; - უხელმძღვანელოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. (მართოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაცია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე)

 

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სამართლებრივი რეგულირების და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, საქართველოს უცხოელი პარტნიორების და NATO-ს წარმომადგენლების რეკომენდაციის შესაბამისად,  2015 წელს მიღებულ იქნა  კანონი ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“.

 

კანონმა  უზრუნველყო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესის რეგლამენტაცია; ამავე  მიზნით მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამოსილებათა განსაზღვრა. ამავდროულად, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების გათვალისწინებით, ახლებურად განისაზღვრა ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მკაფიოდ არის გამიჯნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს  და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე (2014 წლის იანვრის №38), დაარსდა საბჭოს აპარატი.