სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი

2016-02-26 19:22

1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს აპარატი შემდეგი მიზნებით 

 

ა) შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;

ბ) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და ანალიზს;

გ) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;

ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას პრემიერ-მინისტრისათვის;

ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ზ) ამზადებს საბჭოს სხდომებს, პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს მის დღის წესრიგს, ასევე წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ;

თ) პრემიერ-მინისტრის დავალების, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე;

ი) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების მონიტორინგს;

კ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული და დოქტრინალური დოკუმენტების შემუშავებას;

ლ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას;

მ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებას;

ნ) პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას;

ო) საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს სხვა ფუნქციებს.