სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი (დეპარტამენტი)

2016-02-26 19:33

კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი:

 

     1. ანალიტიკური საქმიანობა

  • ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და ადამიანური ფაქტორ(ებ)ით გამოწვეული ეროვნული მასშტაბის კრიზისული სიტუაციების რისკების იდენტიფიცირება;
  • კრიზისული სიტუაციის დაძლევის და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის (დეპარტამენტის) საინფორმაციო ბანკის შექმნა.

 

2. სტრატეგიული დაგეგმვა

  •  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა და უწყებათშორისი ჩართულობის ორგანიზება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
  • ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და ადამიანური ფაქტორ(ებ)ით გამოწვეული ეროვნული მასშტაბის კატასტროფების რისკების შემცირების ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესის უზრუნველყოფა.

 

3. უწყებათშორისი კოორდინაცია

  • კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების პრევენციის მიზნით, სათანადო ღონისძიებათა შემუშავების პროცესის დაგეგმვა,  განხორციელება ;
  • ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და ადამიანური ფაქტორ(ებ)ით გამოწვეული ეროვნული მასშტაბის კრიზისული სიტუაციების,  რისკების შემცირების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესის კოორდინაცია.