სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი

2016-02-26 19:31

ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:

 

  ანალიტიკური საქმიანობა

·  ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში არსებული რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება, ანალიზი და საფრთხეების  პრევენციისა და რეაგირების  კუთხით წინადადებებისა და რეკომენდაციების      მომზადება.

  უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა

·   ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა და უწყებათშორისი ჩართულობის ორგანიზება  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

·  დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ეროვნული დონის, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია;

 

  უწყებათშორისი კოორდინაცია

·  ეკონომიკური, სოციალური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროებს მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაცია;