სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტი

2016-02-26 19:28

საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:

ანალიტიკური საქმიანობა

  • საგარეო პოლიტიკური საფრთხეებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, შეფასება და ანალიზი.
  • კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.

 

პოლიტიკის დაგეგმვა

  • საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
  • საგარეო უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესის კოორდინაცია.

 

უწყებათშორისი კოორდინაცია

  • საგარეო უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაცია.
  • საგარეო პოლიტიკური საფრთხეების პრევენციის მიზნით ერთიანი პოლიტიკის განხორციელების პროცესის კოორდინაცია.