სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური

2016-02-26 19:34

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციები:

  • აპარატის საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა;
  • ინტერესთა შეუთავსებლობისა და ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტების გამოვლენა;
  • უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენას;
  • ''სახელმწიფო და შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს სისტემურ, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსურ და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტს.