სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტი

2016-02-26 19:30

შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის  დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:

 

ანალიტიკური საქმიანობა

  • ქვეყნის შიგნით არსებული ვითარების, მართლწესრიგისა და სტაბილურობის მდგომარეობის, ექსტრემისტულ-ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფის და ქვეყნის ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების  შესწავლა და მიმდინარე პროცესების ანალიზი;
  • შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროში არსებული საფრთხეების გამოვლენა, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ამ საფრთხეების თავიდან აცილებისა და რისკების შემცირების მიზნით;

 

უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა

  •  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ამ პროცესში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში ;
  • შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროს მიკუთვნებული ეროვნული დონის დოქტრინალური და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია;

 

უწყებათაშორისი კოორდინაცია

  • საქართველოს არსებითი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა საფრთხეების თავიდან აცილებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით უწყებათშორისი კოორდინაცია;
  • სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროში  შემუშავებული ეროვნული სტრატეგიების განხორციელების კოორდინაცია;