სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი

2017-09-14 12:00 | სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ღიბრაძემ “მდგრადი მომავალის“ თემატური სესიის მსვლელობისას, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგიის განხორციელების შესახებ ისაუბრა.

ასევე, ყურადღება გაამახვილა სამომავლო ღონისძიებებზე, რაც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კატასტროფის რისკის შემცირების ადგილობრივი სისტემების დანერგვას და განვითარებას ითვალისწინებს. 

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი თბილისის მერიის ორგანიზებით 13-14 სექტემბერს იმართება და მასში 22 ქვეყნიდან 100-მდე მომხსენებელი მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში 16 თემატური სესია გაიმართება, მათ შორის: მდგრადი მომავალი, ეფექტური მმართველობა, ქალაქები ეკონომიკური ზრდისათვის, ურბანული მედეგობა, გონიერი გარემო, ინტეგრირებული მიდგომები ტერიტორიული განვითარებისათვის, ღია მმართველობის თანამშრომლობა და სხვა. ფორუმის შედეგად თბილისის მერია მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით.