სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

საბჭოს აპარატში ტრენერების მოსამზადებელი კურსი დასრულდა

2017-07-14 00:00 | სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში ტრენერების მომზადების სასწავლო კურსი დასრულდა. 

სწავლებას,  რომელიც  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეროვნულ სიტუაციურ ოთახში 11-14 ივლისს გაიმართა,  სამართალდაცვით საკითხებში საერთაშორისო მრჩეველი რიჩარდ ბარტონი და ექსპერტი კრიზისული სიტუაციების, უსაფრთხოებისა და რისკების სფეროში სტუარტ ჰარისონი ხელმძღვანელობდნენ.  კურსის დასრულების შემდეგ, ბრიტანელი კონსულტანტების მიერ მომზადებული ქართველი ტრენერები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, კრიზისული სიტუაციების მართვის სასწავლო კურსებს ჩაატარებენ.

კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერა და ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. წელსვე ბრიტანელი ტრენერების მონაწილეობით დაგეგმილია ტაქტიკური დონის მართვის სასწავლო კურსის ჩატარება კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა კრიზისული სიტუაციების სტრატეგიული  და ოპერაციული დონეების მართვის სასწავლო კურსები 2015-2016 წლებში დიდი ბრიტანეთის ქალაქ იორკში, საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯში გაიარეს.