სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

სამუშაო შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან

2017-07-18 00:00 | სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზამკვლევის შემუშავების მიზნით.

პროექტი „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში, ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ ბუნდის (ASB) მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციები...ს გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, ,,DIPECHO’’ IV ფაზის ფარგლებში.

პროგრამის მთავარი მიზანია კატასტროფების რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში.
ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური თანამონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

შეხვედრაში რომელიც სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა მონაწილეობას იღებდნენ ,,DIPECHO’’-ს პარტნიორი ორგანიზაციები და სხვადასხვა სამთავრობო უწყებები.