სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

შეხვედრა ტაჯიკეთის დელეგაციასთან

2017-10-20 14:15 | სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი სვანაძე, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავდაცვისა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მანუჩეხრ ჰოლმათზოდას შეხვდა.

ტაჯიკეთის დელეგაცია საქართველოში საზღვრის მართვის სფეროში ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება.
გიორგი სვანაძემ სტუმრებს საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგია გააცნო, ასევე გაუზიარა აღნიშნულ სფე...როში ქვეყნის გამოცდილება, ისაუბრა ეროვნულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის, მისი იმპლემენტაციის და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ.

სტუმრებმა თანამშრომლობის გაღრმავების და ჩვენი ქვეყნის მხრიდან მათთვის საექსპერტო დახმარების აღმოჩენის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭულუხაძე და ამავე დეპარტამენტის მრჩეველი ილია მაისაშვილი