სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
STATE SECURITY AND CRISIS MANAGEMENT COUNCIL

UNICEF საქართველოს მიერ ორგანიზებულ სემინარი

2017-08-03 00:00 | სიახლეები

ჰუმანიტარული კრიზისების დროს დედათა და ბავშვთა კვების პრინციპებს განიხილავენ სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს UNICEF საქართველოს მიერ ორგანიზებულ სემინარზე.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანია ამ სექტორში სხვადასხვა შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება - მზაობისა და რეაგირების მიმართულებით.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში კატასტროფების მართვის სისტემა და მისი საკოორდინაციო მექანიზმები გააცნო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა რუსუდან კახიშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა იმ ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების საფრთხეების შესახებ, რომლებიც “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიაში“ არის მოცემული და რომელთა დადგომის შემთხვევაშიც შესაძლებელია ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნა გახდეს საჭირო.

 

სასტუმრო “ბეტსიში“ მიმდინარე ორდღიან სემინარში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, წითელი ჯვრის, OXFAM-ის, UNOCHA-ს და UNICEF-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.